გიგა ბოკერია: პოზნერის ვიზიტი საზოგადოების შეურაცხყოფის, უტიფრობის, ქვეყნის ინტერესების დაზიანების, ჩვენი მოქალაქეების უპატივცემულობის სიმბოლოა
“ყველა ამ ადამიანის შემოშვება და შემდეგ, რაც მთავარია, პრივილეგიების მინიჭება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე უფრო წინ მათი დაყენება, ესკორტებით გაცილება, ეს არის სახე ივანიშვილის რეჟიმი”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოში ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, პოზნერის საქართველოში ვიზიტი ქვეყნის ინტერესების დაზიანებასა და მოქალაქეების უპატივცემულობას ნიშნავს.
„საზოგადოების შეურაცხყოფის, უტიფრობის, ქვეყნის ინტერესების დაზიანების, ჩვენი მოქალაქეების უპატივცემულობის, აი, ყველაფრის ნაზავი არის და სიმბოლო იმის, როგორი რეჟიმი გვყავს. ეს არის მთავრობის დიაგნოზი, როდესაც ამის შემდეგ იწყებ უტიფრად კამპანიას იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ეს გააპროტესტა და საოკუპაციო ქვეყნის ხელისუფლების კმაყოფილებას იწვევ, რომ, აი, ეს კაი მთავრობაა, იქ ხალხი არ ვარგა, სწორედ ასე თქვეს. ყველა ამ ადამიანის შემოშვება და შემდეგ, რაც მთავარია, პრივილეგიების მინიჭება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე უფრო წინ მათი დაყენება, ესკორტებით გაცილება, ეს არის სახე ივანიშვილის რეჟიმის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.