კობა გვენეტაძე: ქვეყნის ინტერესში იქნება, თუ 8 აპრილიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალ პროგრამაზე მოლაპარაკებებს დავიწყებთ
“ქვეყნის ინტერესში იქნება, თუ 8 აპრილიდან ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალ პროგრამაზე მოლაპარაკებებს დავიწყებთ”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხზე პირველი მოლაპარაკებები 8 აპრილიდან დაიწყება.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამის განხორციელება იქნება ძლიან მნიშვნელოვანი. დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით დასრულდება ბოლო მიმოხილვა. ეს იქნება ნადვილად წარმატებული ოთხწლიანი პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებით განახორციელდა საქართველოში. 8 აპრილიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება ახალ პროგრამაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკური გუნდიც თანახმა იქნება ამაზე, რადგანაც მათ ძალიან კარგად იციან, თუ რა დადებითი შედეგები მოაქვს, ეს არის ის ქოლგა, რომელიც ამ შემთხვევაში ეგზოგენური, რთული სიტუაციების შემთხევაში ჩვენს დაცვას ახერხებს და სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში გვეხმარება, რადგან სწორეს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იგივე სარეიტინგო კომპანიებთან დაკავშირებით, იგივე საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით. მე აბსოლუტურად მესმის, რომ ეს პროცესი არის რთული გადასატანი არამარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. დიახ, განვითარებულ ქვეყნებს უფრო ადვილად შეუძლიათ გადატანა, მათ უფრო ბევრი რესურსი აქვთ, განვითარებად ქვეყნებს – უფრო ნაკლები. მაგრამ ეს სირთულეები არ დადგებოდა, რომ არ ყოფილიყო პანდემია. სამწუხაროდ, დადგა, ჩვენ ამას ვუმკლავდებით არაპოპულისტური გადაწყვეტილებებით, ჩვენ ამას კიდევ გავუმკლავდებით და ყველას და ამ ქვეყნის ინტერესში იქნება თუ 8 აპრილიდან ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებს დავიწყებთ შემდეგ პროგრამაზე, რადგან ეს იქნება ზუსტად იმის სავიზიტო ბარათი და გაგრძელება, რომ ჩვენ ვაპირებთ ქვეყანაში სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარებას“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.