ლევან დავითაშვილი – ,,ნამახვანჰესზე”: პროექტის განხორციელებაზე ჩვენ კითხვას არ ვსვამთ – პროექტი განხორციელდება

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ნამახვანი“ ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც განხორციელდება და ამ კუთხით კითხვის ნიშანი არ დგას.

„ძალიან ბევრი კვლევაა, რომელიც კარგად გაანალიზებას საჭიროებს. ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ „ნამახვანი“ ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია, რადგან გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო ამ პროექტზე მუშაობა. კვლევა არის ძალიან ბევრი. ექსპერტებს ექნებათ წვდომა ამ ინფორმაციაზე, გადაამუშაონ და, საბოლოოდ, საზოგადოებისთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მივიღოთ ისეთი შედეგი, რაც ყველას ინტერესშია, „ნამახვანჰესი“ მივიღოთ იმგვარად, რომელიც პასუხობს საზოგადოების ინტერესებს. პროცესის გახსნილობისთვის დიდი მზადყოფნაა არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების, არამედ – კომპანიის მხრიდანაც.

პროექტის განხორციელებაზე ჩვენ კითხვას არ ვსვამთ – პროექტი განხორციელდება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები