ვლადიმერ ჩაჩიბაია – „ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პირობების და სამხედროების ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა „ქართული ოცნების” ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა”

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ჯარის ქალაქის” მშენებლობის პროცესზე განცხადება გააკეთა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„მახათას მთაზე, 100 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე ყველაზე ფართო მასშტაბიანი პროექტის განხორციუელება უკვე დაიწყო. პროექტის იდეა 2018 წელს დაიბადა, ხოლო მშენებლობა 2021 წელს დაიწყო და მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის მიხედვით, მახათას მთაზე 7-სართულიანი 39 კორპუსი აშენდება, რომელშიც 1092 ბინა განთავსდება. სამხედროები საცხოვრებელი ფართის შეძენას უპრეცენდენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლებენ. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ხარჯების ნახევარს სახელმწიფო დაფარავს და სამხედროებს 1 კვადრატულ მეტრში საშუალოდ 100 აშშ დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ თანხის გადასახდელად მათ საშუალება ექნებათ არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო, შიდა განვადებით ისარგებლონ. ბინათმშენებლობის პროექტი ასევე ითვალისწინებს საბავშვო გასართობი სივრცეების, შიდა გზების, რეკრიაციული და პარკირების ზონების მოწყობას. ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პირობებისა და სამხედროების ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა „ქართული ოცნების” ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა”, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები