თეა წულუკიანი “ბორჯღალოსნებს” გამარჯვებას ულოცავს

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში რუმინეთის ნაკრებთან გამარჯვებას ულოცავს.

“საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ვულოცავთ ევროპის ჩემპიონატის გათამაშებაში რუმინეთის ნაკრების დამარცხებას და ანთიმოზ ივერიელის თასის შენარჩუნებას!

„ბორჯღალოსნებმა“ რაგბის ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშებაში უკვე მეოთხე გამარჯვება ჩაიწერეს და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს 2023 წელს საფრანგეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად.
ვულოცავთ მათ და მთელ საქართველოს!”,- წერს წულუკიანი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები