ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ე.წ. კომენდანტის საათი შესაძლოა, მარტის ბოლოს მოიხსნას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათი შესაძლოა, მარტის ბოლოს მოიხსნას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
,,პირველი შემსუბუქების შემდეგ ჩვენ ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას, თუ ეპიდსიტუაცია ასეთი სტაბილური იქნება, შემდგომ ეტაპზე ,,კომენდანტის საათის,, მოხსნის საკითხიც იქნება განხილული. შესაძლებელია, მარტის თვის ბოლოს ველოდოთ, ამ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მსჯელობის შედეგად მიიღებს,” – განაცხადა ამირან გამყრელიძე.