გიგა ბოკერია: გვინდა, რომ მოლაპარაკებები დასრულდეს წარმატებით, გონივრული კომპრომისით ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა
“გვინდა, რომ მოლაპარაკებები დასრულდეს წარმატებით, გონივრული კომპრომისით ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა – გიგა ბოკერიამ ევროპული საბჭოს წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის პოზიცია უცვლელია.
„ჩვენი ამოცანა არის იგივე, რაც იყო, გვინდა, რომ მოლაპარაკებები დასრულდეს წარმატებით, გონივრული კომპრომისით ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა და ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს.
შემიძლია, მოგცეთ გარანტია, რომ ჩვენი პოზიცია არის უცვლელი და ჩვენი პოზიცია არის, რომ მოწადინებული ვართ, მოლაპარაკებები დასრულდეს შეთანხმებით. ბუნებრივია, ისეთი შეთანხმებით, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.