გიგა ბოკერია: ის ნაბიჯი, რაც დღეს გადადგა პროკურატურამ და სასამართლომ, არის თავიდან ბოლომდე უკანონო

“ის ნაბიჯი, რაც დღეს გადადგა პროკურატურამ და სასამართლომ, არის თავიდან ბოლომდე უკანონო”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოს მოქმედება კიდევ ერთი სიგნალია, რამდენად საშიშ რეჟიმთან აქვს საზოგადოებას საქმე.

„დღეს ვხედავთ ვითარებას, როდესაც გამოძიება დაიწყო არა იმ მიმართულებით, რომ უნდა იყოს მხილებული ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან პოტენციურად ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ზეწოლა, მუქარა, არამედ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მედიის ჩხრეკისა და მათი პროგრესული საიდუმლოების წყაროების იძულებით გამხელის თაობაზე.

ის ნაბიჯი, რაც დღეს გადადგა პროკურატურამ და სასამართლომ, არის თავიდან ბოლომდე უკანონო. ჩვენ ვხედავთ ჩვენივე კანონების პირდაპირი უგულებელყოფითა და მათი დარღვევით გადადგმულ ნაბიჯს. ეს არის კიდევ ერთი სიგნალი ჩვენი საზოგადოებისთვის, მომავლისთვის და არამარტო მედიისთვის, როგორ საშიშ რეჟიმთან გვაქვს საქმე, როცა ვსაუბრობთ ივანიშვილის რეჟიმზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უფლება მისცა, „ტვ პირველიდან“ ამოიღოს ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები