ზურაბ ქადაგიძე: ირაკლი კობახიძე ამბობდა არჩევნებამდე, რომ “ნაცმოძრაობა” სიტუაციის არევისთვის deepfake გამოგდებას აპირებდა, ასეც მოხდა

“ირაკლი კობახიძე ამბობდა თვეების წინ, არჩევნებამდე, რომ deepfake გამოგდებას აპირებდა ნაცმოძრაობა სიტუაციის არევისთვის და ასეც მოხდა”,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრის” დამფუძნებელი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

ქადაგიძე ირაკლი კობახიძის მიერ 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგს იხსენებს.

“ამ ბრიფინგმა გამახსენა – ირაკლი კობახიძე ამბობდა თვეების წინ, არჩევნებამდე, რომ deepfake გამოგდებას აპირებდა ნაცმოძრაობა სიტუაციის არევისთვის და ასეც მოხდა. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, სადაც ტექნოლოგიური მიღწევები ყველანაირი საშუალებას იძლევა. მაგალითად ნებისმიერი ადამიანის ხმას ისე მოარგო ნებისმიერი ტექსტი, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს და ასე შემდეგ. ყველაზე დიდი შეცდომაა, როდესაც ჩვენ ამ სიბინძურის, სიყალბის შინაარსში ჩავდივართ. არანაირი შინაარსის განხილვა, ტყუილს უნდა უწოდო ტყუილი და იქვე დაამთავრო საუბარი!”,- წერს ქადაგიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები