გიგა ბოკერია: ჯერ კიდევ გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქციის ფორმას შევცვლით, ივანიშვილის გარემოცვას სრულიად უსაფუძვლო საბაბიც კი უნდა მოვუსპოთ
“ჯერ კიდევ გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქციის ფორმას შევცვლით. ივანიშვილის გარემოცვას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ სრულიად უსაფუძვლო საბაბიც კი უნდა მოვუსპოთ”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, რა ფორმით გაგრძელდება ოპოზიციის აქციები, ცოტა ხანში გახდება ცნობილი.
„ვხედავთ სრულიად საფუძველს მოკლებულ, ტრადიციულად სიცრუით სავსე კამპანიას როგორც მთავრობისგან, ისე – მთავრობასთან დაახლოებული სპიკერებისგან, ვითომ ოპოზიციის მშვიდობიანმა და ლეგიტიმურმა აქცია შეუქმნა პრობლემები მოლაპარაკებებს. ეს არის სრულიად არალეგიტიმური და სიცრუით სავსე პოზიცია, სწორედ ამიტომ, ჩვენ ჯერ კიდევ გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქციის ფორმას შევცვლით. ივანიშვილის გარემოცვას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ სრულიად უსაფუძვლო საბაბიც კი უნდა მოვუსპოთ“, – განაცხადა ბოკერიამ.