შალვა ნათელაშვილი: თუ მართლაც ატყდებიან სამგლე გოჭებივით და უარს იტყვიან ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, ამას მოჰყვება სანქციები ევროპიდან და ამერიკიდან
“13 მარტს დიდი აქციაა დაგეგმილი და მისი მომზადების ღონისძიებები სრულმასშტაბიანად ხორციელდება ყველა პარტიის მიერ”, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე თუ უარს იტყვის, ევროპიდან და ამერიკიდან მოსალოდნელია სანქციების დაწესება.
„იმ შემთხვევაში, თუ მართლაც ატყდებიან სამგლე გოჭებივით და უარს იტყვიან ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც მათ ცხვირწინ დადო ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, ამას მოჰყვება ისეთი სანქციები ევროპიდან და ამერიკიდან, რომ შეიძლება, ორი ქათამი აღარ დარჩეთ ეზოში. ეს არის ძალიან რბილი შეფასება, რომ კიდევ უფრო მეტად არ გაუსკდეთ გული. ვფიქრობ, ეს გონივრული კომპრომისია, მით უფრო, იმ ფონზე, რომ კარვების კვარტალი პარლამენტის წინ რჩება ადგილზე; მით უფრო, იმ ფონზე, რომ 13 მარტს დიდი აქციაა დაგეგმილი და მისი მომზადების ღონისძიებები სრულმასშტაბიანად ხორციელდება ყველა პარტიის მიერ. ამიტომ, ეს შუალედური პიკეტირების ფორმატი შეიცვლება, რათა არ ჰქონდეთ იმაზე ტირილისა და წუწუნის საფუძველი, რომ, აი, ჩვენ გვჩაგრავენ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.