მიხეილ სარჯველაძე: მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს და შედეგზე ორიენტირებული იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს და მხარეების მხრიდან შედეგზე ორიენტირებული იყოს.

„საქართველოში ყველა მოწადინებული უნდა ვიყოთ (გიდასტურებთ, ხელისუფლებას ასეთი მონდომება ნამდვილად აქვს), რომ პოლარიზების რაც შეიძლება ნაკლები ხარისხი ვიხილოთ საქართველოში და ამისთვის ყველა მხარეს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებები, რომელთან დაკავშირებითაც არაერთი საუბარი იყო, გაგრძელდეს და ყველა მხარის მხრიდან შედეგზე ორიენტირებული იყოს. თუმცა, სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდ ნაწილში ეს არ შეიმჩნევა. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ითქვა, რომ უმიზეზოდ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არ შეიძლება. მიზეზის არსებობის დასაბუთებისთვის კი ოპოზიციას ყველა შესაძლებლობა აქვს. სამწუხაროდ, ამ შესაძლებლობას ოპოზიცია არ იყენებს და კვლავ სურს, რომ მხოლოდ ეპითეტებით დაასაბუთოს საკუთარი მოთხოვნა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები