ლევან ხაბეიშვილი: უნდა გათავისუფლდეს ნიკა მელია და ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება მოლაპარაკების დაწყება

“უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს ნიკა მელია და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, შესაძლებელი გახდება მოლაპარაკების დაწყება”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების” გარდა, მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ დაინახა, რომ ნიკა მელიას მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დევნაა.

„ოპოზიცია მოლაპარაკებებისთვის, რა თქმა უნდა, მზად არის, თუმცა, როცა მაგიდის მეორე მხარეს კონკრეტული ოპოზიციონერი ლიდერი არის მოპარული, მოლაპარაკებები არ გამოვა. ამიტომ, უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს ნიკა მელია და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, შესაძლებელი გახდება მოლაპარაკების დაწყება.

ვწუხვარ, რომ „ქართული ოცნების” გარდა მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ დაინახა, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და რომ ასე ქვეყანა ვერ განვითარდება. ახლა მთავარია, „ქართული ოცნების” გახურებულ ტვინებამდე დავიდეს ის, რომ მშვიდობაა ქვეყანაში საჭირო, აუცილებელია რიგგარეშე არჩევნები და ამასობაში ჩვენი პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს გათავისუფლებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველანაირ მოლაპარაკებას აზრი დაეკარგება”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები