ლევან ბეჟაშვილი: გონიერება არ ჰყოფნით, რომ პოლიტიკური კრიზისები გადაწყვიტონ პოლიტიკური მეთოდებით

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს გონიერება არ ჰყოფნის, რომ პოლიტიკური კრიზისები პოლიტიკური მეთოდებით გადაწყვიტოს.

როგორც მან ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა, უმრავლესობის მიზანია განსხვავებული აზრის მოსპობა.

“პირველი, რომ ხელისუფლება ემზადება ძალისმიერი ღონისძიებების გასატარებლად, გარე პერიმეტრზე მობილიზებულია ევაკუატორები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები, ანუ კვლავ ცდილობენ, ხალხთან ძალმომრეობით, იარაღის გამოყენებით, სპეცნაზით ისაუბრონ. ბუნებრივია, მათ ის გონიერება არ ჰყოფნით, რომ პოლიტიკური კრიზისები გადაწყვიტონ პოლიტიკური მეთოდებით. ეს არის მარტო “ნაციონალური მოძრაობის” ან რომელიმე ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული, ამით უნდათ საზოგადოება დათრგუნონ, პროტესტი და განსხვავებული აზრი მოუსპონ”, – აღნიშნა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები