გიგა ბოკერია: ბატონ ვაშაძესთან არანაირი ბლოკის შექმნას არ განვიხილავთ
“ბატონ ვაშაძესთან არანაირი ბლოკის შექმნას არ განვიხილავთ”, – ასე უპასუხა ,,ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გიორგი ვაშაძეს, რომელმაც თქვა, რომ “ევროპულ საქართველოსთან” ახალ თანამშრომლობაზე ვერ მოხდება საუბარი, თუ მის ლიდერად გიგა ბოკერია დარჩება.
“ამ ეტაპზე მეც და სხვებიც, ვინც ვაგრძელებთ ამ პარტიაში აქტიურ მოქმედებას, არც განვიხილავთ ბატონ ვაშაძესთან, ამ მომენტში, არანაირ ბლოკს,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი, გიგი უგულავა ამბობს, რომ არანაირ სხვა პარტიაში გაწევრიანებას არ აპირებს
. ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ამბობს, რომ რაიმე ფორმით ,,ნაციონალური მოძრაობაში” მიბრუნებას გამორიცხავს.