გიგა ბოკერია: საპროტესტო აქციები ყველა შემთხვევაში გარდაუვალია, თუ ნიკა მელიას დააკავებენ, ამ გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა

“საპროტესტო აქციები ყველა შემთხვევაში გარდაუვალია, თუ ნიკა მელიას დააკავებენ, ამ გეგმაში შევა მნიშვნელოვანი ცვლილებები”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს დააკავებენ, ეს ბრაზს გააასმაგებს.

„ოღონდ წავიდეს მელია და სიამოვნებით გაუშვებენ. მთელი ეს საქმე შეკერილია. თავადაც ყველამ იცის და ამიტომ, თვითონ მოიქციეს ამ კუთხეში თავი. თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს დააკავებენ ამ აბსურდული ბრალდებით, ეს პოლარიზაციას კი არ შეამცირებს, არამედ ბრაზს გააასმაგებს. საპროტესტო აქციები ყველა შემთხვევაში გარდაუვალია. თუ დააკავებენ, ამ გეგმაში შევა მნიშვნელოვანი ცვლილებები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები