“ელიავაზე” ცეცხლი სამშენებლო მასალების საწყობში გაჩნდა, ადგილზე სახანძროს 14 მანქანაა მობილიზებული

თბილისში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შესახებ დამატებით დეტალები ხდება ცნობილი.

ცეცხლი აგლაძისა და გუდაუთის ქუჩების კვეთაზე, სამშენებლო მასალების საწყობში გაჩნდა.

როგორც ,,კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. მათივე ცნობით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არაა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები