სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

დიდუბეში, სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ მიმდებარედ, სასაწყობე ფართში ხანძარი გაჩნდა.

როგორც ,,კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები