ლინას ლინკევიჩუსი: ევროკავშირმა საკუთარ გეოპოლიტიკურ როლს უნდა გადახედოს და უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას წევრობის პერსპექტივა უნდა მივცეთ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი 4-6 თებერვალს მოსკოვში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელის ვიზიტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

​როგორც ლინკევიჩუსმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, დროა, ევროკავშირმა საკუთარ გეოპოლიტიკურ როლს გადახედოს.

“მოსკოვში ვიზიტის ჭრილში დროა, ევროკავშირმა საკუთარ გეოპოლიტიკურ როლს გადახედოს და არა უბრალოდ მიადევნოს თვალი იმას, თუ როგორ ცდილობენ სუვერენული ქვეყნები, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, რუსეთის თითქოსდა კანონიერი ინტერესებიდან თავის დაღწევას. მათ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა მივცეთ”, – წერს პოლიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები