მიხეილ სარჯველაძე: თანხის გადახდა არცერთ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს რომელიმე უფლების მოპოვებას უცხოელის მიერ

“თანხის გადახდა არცერთ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს რომელიმე უფლების მოპოვებას უცხოელის მიერ”,- ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ “დღის ქრონიკის” წამყვანის კითხვას: “რას უპასუხებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ შესაძლებელი იქნება კურიერად, თუ ტაქსის მძღოლად დასაქმება და არსებობს თუ არა რაიმე გამონაკლისი”.

სარჯველაძის თქმით, უცხოელი დასაქმდება მხოლოდ მუდმივი ბინადრობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში.

„მოიგონეს ასეთი თემა, თითქოს ვიღაც რაღაც თანხის გადახდის სანაცვლოდ ავტომატურად რაღაც უფლებამოსილებას მოიპოვებს. არასწორად გავრცელებული ინფორმაციაა. თანხის გადახდა არცერთ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს რომელიმე უფლების მოპოვებას უცხოელის მიერ. უცხოელი დასაქმდება მხოლოდ მუდმივი ბინადრობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში“, – აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები