ზალუჟნი: მასობრივმა მობილიზაციამ თავისი პოტენციალი ამოწურა
მომავალი ომები მოსახლეობის მასობრივ მობილიზაციაზე არ აშენდება, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა და უკრაინის ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მთავარი დეფიციტი ადამიანური რესურსები აღმოჩნდა: მათი შევსება გაცილებით რთული და შრომატევადია, ვიდრე იარაღის წარმოება და ბრძოლის ველზე სწორი ადამიანის სწრაფად ჩანაცვლება შეუძლებელია“, – აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა.
მისი თქმით, დრონებითა და რობოტებით ფრონტის ხაზების მუდმივმა კონტროლმა გამოიწვია სიტუაცია, როდესაც ჯარისკაცის გადარჩენის შანსები სულ უფრო მეტად დამოკიდებულია მისი მომზადების დონეზე. ეს იწვევს გარდაუვალ დანაკარგებს და მოითხოვს ადამიანების მაქსიმალურ შესაძლო გაყვანას „მკვლელობის ზონიდან“.
„ამიტომ, მომავალი ომები ნამდვილად არ იქნება მოსახლეობის მასობრივ მობილიზაციაზე აგებული“, – დარწმუნებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი.