ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთმა უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ორშაბათიდან, თუ უკრაინული მხარე საგანგებო ელექტროენერგიის მიწოდებას მოითხოვს, ის ბრატისლავასგან ასეთ დახმარებას აღარ მიიღებს.
„დღეიდან ძალაში შედის, რომ თუ უკრაინული მხარე სლოვაკეთს დახმარებას სთხოვს უკრაინის ენერგოსისტემის სტაბილიზაციაში, ის ასეთ დახმარებას არ მიიღებს“, – აღნიშნა ფიცომ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.