“ევროკავშირმა აჩვენა მოუქნელობა და უსუსურობა იმ არსებულ პრობლემებთან მიმართებით, რა პრობლემებიც დღეს ევროკავშირის წინაშე არსებობს” – გიორგი გაბუნია

“ევროკავშირმა აჩვენა მოუქნელობა და უსუსურობა იმ არსებულ პრობლემებთან მიმართებით, რა პრობლემებიც დღეს ევროკავშირის წინაშე არსებობს”, – ამის შესახებ გადაცემაში „EURO ანატომია“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ისაუბრა.

„იცით, რომ ევროკავშირი უკრაინის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური მხარდამჭერი გახლდათ. საუბარია, ასობით მილიარდიან დახმარებაზე. ევროკავშირი გახდა მხარე ამ სამხედრო კონფლიქტში და მან ვერ შეასრულა მედიაციის როლი, ვერ შეასრულა მშვიდობის აქტორის როლი ამ კონფლიქტში, განსხვავებით აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან.

კვლევები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ აქტუალური გახდა ქვეყნებში სუვერენული პოლიტიკის წარმოება. ამ მიმართულებით განსაკუთრებით გამოირჩევა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობა. თუნდაც, მაგალითად, უნგრეთი, სლოვაკეთი. ასევე მზარდი ტენდენციაა ამ მიმართულებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და ეს საკითხი უფრო აქტუალური ხდება, რაც დრო გადის, ვინაიდან ევროკავშირმა აჩვენა მოუქნელობა და უსუსურობა იმ არსებულ პრობლემებთან მიმართებით, რა პრობლემებიც დღეს ევროკავშირის წინაშე არსებობს“, – აღნიშნა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები