პროკურორი – საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაში ბრალდებულების საქმეზე: სასამართლო სხდომა დაიხურა, რადგან სხდომის მიმდინარეობის დროს წესრიგის დარღვევას ჰქონდა ადგილი

“სასამართლო სხდომა დაიხურა იქიდან გამომდინარე, რომ სხდომის მიმდინარეობს დროს წესრიგის დარღვევას ჰქონდა ადგილი”, – ამის შესახებ პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა განაცხადა.

საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე, საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაში ბრალდებული 8 პოლიტიკოსის საქმეზე.

“სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება. უმეტესი მტკიცებულებების ნაწილი, მათ შორის, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციაა და ამ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაში, ვიდეო ჩანაწერებში ნათლად არის წარმოჩენილი არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი სისხლის სამართლის საქმეზე”, – განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას საქმეზე პირველი არსებითი სხდომა გაიმართა.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, ასევე, აეკრძალა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე საზღვრის კვეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები