“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ვაკიჯვრისა და ცხემლისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ვაკიჯვრისა და ცხემლისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებთან ერთად განიხილეს არსებული საჭიროებები და პრიორიტეტული მიმართულებები.

“შეხვედრას ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია, მერის მოადგილეები – ბექა ჩხიკვიშვილი, გურამ გოლიაძე, სოფო რამიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკვაძე, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი გენო მორჩილაძე, საკრებულოს წევრებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

საკონსულტაციო შეხვედრები სოფლებში 18 მარტის ჩათვლით გაგრძელდება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები