ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს ყელისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა
ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს დაზიანებები მიაყენა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული ჩვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.
ამ ეტაპზე, ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის ე” და”კ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ, ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.