ლიტერატურულ კონკურს-ფესტივალზე ,,ქუჯი 2026″ განაცხადების მიღება დაიწყო

ლიტერატურულ  კონკურს- ფესტივალზე „ქუჯი 2026″ განაცხადების მიღება დაიწყო.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქართულენოვან ავტორს (გარდა წინა წლების პირველი პრემიის ლაურეატებისა, იმ ნომინაციებში, რომლებშიც გაიმარჯვეს);

„კონკურსი მოიცავს ოთხ ნომინაციას:

ერთი გამოუქვეყნებელი ლექსი (ბოლორითმოვანი, თავისუფალი, თეთრი და ა.შ.). გამოვლინდება 3 (სამი) გამარჯვებული.

წლის საუკეთესო დებიუტი (ლექსების კრებული, პროზაული კრებული – რომანი, მოთხრობა, ნოველა).
წლის საუკეთესო პოეტური კრებული;
წლის საუკეთესო პროზაული კრებული (რომანი, მოთხრობა, ნოველა);

კონკურსის მონაწილეებმა ე რ თ ი ლექსი, პოეტური და პროზაული კრებულები უნდა წარმოადგინონ კონკურსის გამოცხადების დღიდან – 2026 წლის 2 თებერვლიდან 2026 წლის 5 მარტამდე. ავტორს უფლება აქვს, მხოლოდ ერთ ნებისმიერ ნომინაციაში მიიღოს მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოიხსნება კონკურსიდან.

თითოეულ კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს ნომინაციებში:

„ერთი ლექსის კონკურსი“ – დ ა უ ბ ე ჭ დ ა ვ ი (წიგნში, ჟურნალში, გაზეთში, ელ. ჟურნალში, ლიტ.საიტზე, სოც.ქსელში) ნ ე ბ ი ს მ ი ე რ თემაზე დაწერილი ერთი ლექსი;
„წლის დებიუტი” – საკონკურსოდ მიიღება 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 5 მარტამდე სადებიუტო პოეტური ან პროზაული კრებული მინიმუმ 2 (ორი) ეგზემპლარი;
„პოეტური კრებული“, რომელიც გამოიცა 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 5 მარტამდე მინიმუმ 2 (ორი) ეგზემპლარი;
„პროზაული კრებული“ (რომანი, მოთხრობა, ნოველა), რომელიც გამოიცა 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 5 მარტამდე მინიმუმ 2 (ორი) ეგზემპლარი.

მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 5 მარტამდე დღის ბოლომდე, ელ.ფოსტაზე – litkuji2019@gmail.com – უნდა გამოგზავნონ საკონკურსო ლექსის ელ. ვერსია (ერთი გამოუქვეყნებელი ლექსი), ხოლო ლექსების და პროზაული კრებულის მინიმუმ 2 (ორი) ეგზემპლარი, მოკლე ბიოგრაფიასთან ერთად ( საცხოვრებელი ადგილის და ტელეფონის ნომრის მითითებით) წარმოადგინონ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე.

გამარჯვებულთათვის დაწესებულია ლაურეატის წოდება და ფულადი ჯილდო.

ფულადი პრემიები გაიცემა 6 გამარჯვებულზე:

ერთი ლექსი:
პირველი პრემია — 1000 ლარი;
მეორე პრემია — 700 ლარი;
მესამე პრემია — 500 ლარი;

დებიუტი:
პრემია — 2000 ლარი.

პოეტური კრებული:
პრემია — 2000 ლარი.

პროზაული კრებული:
პრემია — 2000 ლარი.

წინა წლების პირველი ადგილის მფლობელებს უფლება არ აქვთ იმავე ნომინაციაში წარმოადგინონ განაცხადი. ფინალისტებს კი (II-III ადგილი) ეძლევათ შესაძლებლობა, სურვილისამებრ, კვლავ მიიღონ მონაწილეობა კონკურსში.

ნამუშევრების წარდგენა შეუძლიათ თავად ავტორებს, შემოქმედებით კავშირებს, გამომცემლებს და სხვა ორგანიზაციებს.

2026 წელს კონკურს – ფესტივალ „ქუჯი 2026″-ის ფარგლებში, კონკურსგარეშე, ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გიორგი ჭყონდიდელის სახელობის დიპლომი, „ოსკარ შინდლერის აკადემიის“ მიერ „ქუჯისთვის“  სპეციალურად დამზადებული პრიზი – პანოები და 1000 ლარიანი პრემია, საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით გადაეცემა ღვაწლმოსილ მწერლებს.

ასევე, კულტურაში შეტანილი წვლილისთვის დაწესებულია პრემია ქუჯი – ერთიანი საქართველოსთვის. დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება ქ.თბილისში, ივნისში.

საკონკურო მასალები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართებზე:

▪️ქ. თბილისი, “საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა”; მის.: ლადო გუდიაშვილის 7, ადმინისტრაციული კორპუსი; ტელ.: 032 2 97 16 61; 595 71 51 44 გიორგი საბანაძე.

▪️ქ. ქუთაისი, „ქუთაისის ახალგაზრდობის პარკი”; მის.: თაბუკაშვილის 2; ტელ.: 577 15 85 45 გიზო თავაძე.

▪️ქ. ბათუმი, „ბათუმის სამხატვრო სკოლა”; მის.: ფიროსმანის 16; ტელ.: 593 35 81 99 გურამ ფუტკარაძე.

▪️ქ. ზუგდიდი, სასტუმრო „იბერია პალასი”; მის.: კიკალიშვილის 6; ტელ.: 555 73 77 88 ნანა კვაშილავა.

▪️ქ. მარტვილი,, „საჩუქრების მაღაზია”; მის.: თავისუფლების 15; ტელ.: 555 12 89 72 ბესო გვაზავა.

„ქუჯი“ წელს საერთაშორისო ფესტივალის სტატუსით ტარდება პირველად და ქართველ შემოქმედებთან ერთად მასპინძ₾ობს ლატვიიდან მოწვეულ სტუმრებს (ლატვიის მწერალთა შემოქმედებითი კავშირიდან გამორჩეულ მწერლებს, ასევე ლატვიაში ქართული სათვისტომო „სამშობლოს” თავმჯდომარეს, იმედი კოკაიას).

ფესტივალი წელს იქნება ერთკვირიანი და მოიცავს საქართველოს რამდენიმე ქალაქს: თბილისი, მცხეთა, ზუგდიდი, მარტვილი, ბათუმი“, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკონტაქტო პირი, ბესო გვაზავა (ტელ.: 555 12 89 72).
საორგანიზაციო ჯგუფი: ილია ერქვანია, ნანა კვაშილავა, ბესიკ გვაზავა, დალი ჯორბენაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები