მაკა ბოჭორიშვილი: ვხედავთ, რომ არის განათლების რეფორმის პოლიტიზების მცდელობები – მიუღებელია ამ პროცესში უცხო ქვეყნის ელჩების ჩართვა
ვხედავთ, რომ არის განათლების რეფორმის პოლიტიზების მცდელობები, მიუღებელია ამ პროცესში უცხო ქვეყნის ელჩების ჩართვა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური საკითხი, ეხება განათლების პოლიტიკას ქვეყანაში, უკავშირდება ჩვენი მომავალი თაობებისთვის განათლების კარგი სისტემის შექმნას. ამ პროცესის პოლიტიზება მხოლოდ და მხოლოდ მიმართული იქნება განათლების რეფორმის დასაზიანებლად და არა – სასიკეთოდ. შესაბამისად, ნამდვილად მიუღებელია როდესაც ვხედავთ უცხოელი აქტორების მხრიდან ამ საკითხის პოლიტიზების მცდელობას“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, ესტონეთის ელჩმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სოლიდარობა გამოუცხადა.