ლანჩხუთის მერმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს სპეციალური ფორმები გადასცა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან და პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან ერთად, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს სპეციალური ფორმები გადასცა.

სარიშვილმა მათ წარმატებები უსურვა.

,,თითოეულ მონაწილეს მინდა წარმატება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ ასახელებთ თქვენს სკოლას და მუნიციპალიტეტს”, – აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.

ოლიმპიადაში 106 მოსწავლე მონაწილეობდა. გამარჯვებულები რეგიონულ ტურნირებში იასპარეზებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები