სჭირდება თუ არა ახალი ჰესები საქართველოს – რას აჩვენებს შევეიცარიის გამოცდილება

ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველო წლის განმავლობაში დაახლოებით 13.3 მილიარდ კოლოვატსაათ ელექტროენერგიის მოიხმარს და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად საშუალოდ 5 %-ით იზრდება. იმის გამო, რომ ადგილობრივი გამომუშავება 11.8 მილიარდ კილოვატ საათს შეადგენს, საქართველო იძულებულია, დაახლოებით 1.6 მილიარდი კილოვატი საათი აზერბაიჯანსა და რუსეთში შეიძინოს.


როგორც ეკონომისტი, ანდრია გვიდიანი წერს, 2030 წლისათვის ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში 22.7 მილიარდ კილოვატ საათს მიაღწევს და ქვეყანა იძულებული გახდება, ელექტროენერგიის იმპორტი კიდევ უფრო გაზარდოს. შესაბამისად, გაზარდოს მეზობლებზე დამოკიდებულება. ეს მაშინ, როცა, გვიდიანის თქმით, საქართველოს ჰიდროენერგეტიკის ეკონომიკურად და ფინანსურად გამართლებული რესურსი შეადგენს დაახლოებით 15.500 მეგავატს (40 მილიარდ კილოვატსაათს). მოკლედ, საქართველოს თავისი შესაძლებლობების, დაახლოებით, 20 % აქვს ათვისებული.
რა ხდება ამ დროს შვეიცარიაში, რომელიც ზომით დაახლოებით საქართველოს ტოლია. როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი და პოლიტიკოსი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, 8-მილიონიან შვეიცარიაში მოხმარებული ელექტროენერგიის 57 %, ანუ 36, 567 მეგავატი დიდ, მცირე და საშუალო ჰესებზე მოდის.
როგორც ირკვევა, ჯამურად, შვეიცარიაში 674 ჰიდროელექტროსადგური ფუნქცოინირებს და ელექტროენერგიის ნახევარზე მეტს სწორედ ისინი გამოიმუშავებენ. ელექტროენერგიის წყაროა ასევე 3 მაზუთზე მომუშავე თბოელექტროსადგური და 4 ატომური სადგური. აღსანიშნავია ისიც, რომ შვეიცარიის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის ( ბიედრონის ჰესი) სიმძავრე, ანუ გამომუშავაბა 2 201 მეგავატია – ენგურჰესზე ( 2 300 მეგავატი) ნაკლები. როგორც გამსახურდია წერს, შვეიცარიაში ჰესებითა და კაშხლებით არსად არ არის დაზიანებული რომელიმე უნიკალური ეკოგარემო, სადაც შესაძლოა, მოდიოდეს ვაზის ან სხვა კულტურის ენდემური ჯიში. დიდი ყურადღება ექცევა ასევე მიდამოს გეოლოგიური შესწავლას, რაც კატასტროფებს პრაქტიკულად გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები