ისტორიული პოლიტიკური ჩიხი ვაშინგტონში — ამერიკის მთავრობა 36-ე დღეა დახურულია

აშშ-ის ფედერალური მთავრობის ნაწილობრივი დახურვა უკვე 36-ე დღეა გრძელდება, რაც ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.

დახურვა კონგრესსა და თეთრ სახლს შორის ბიუჯეტის დამტკიცებაზე უთანხმებამ გამოიწვია. სამთავრობო უწყებების უმეტესობა პარალიზებულია, ათასობით ფედერალური თანამშრომელი უხელფასოდ რჩება ან იძულებით შვებულებაშია.

თეთრი სახლის წარმომადგენელთა განცხადებით, პრეზიდენტი და კონგრესის ლიდერები კვლავ ცდილობენ კომპრომისის მიღწევას, თუმცა შეთანხმება, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება.

მედიის ცნობით, მომხდარი უკვე მნიშვნელოვნად აისახა როგორც ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაზე, ისე საჯარო სერვისების მუშაობაზე.

ცნობისთვის, მთავრობის დახურვის წინა რეკორდი დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დაფიქსირდა და 35 დღეს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები