პენტაგონი: ნარკოტიკების გადამზიდ გემზე ოპერაციისას ორი ეჭვმიტანილი ლიკვიდირდა
წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, საერთაშორისო წყლებში ნარკოტიკების გადამზიდ გემზე თავდასხმისას ამერიკელმა სამხედროებმა ორი “ნარკოტერორისტი” მოკლეს,- ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი აცხადებს.
ჰეგსეთის თქმით, ოპერაცია ჩატარდა მაშინ, როდესაც გემი ეჭვმიტანილი იყო ნარკოტიკების საერთაშორისო გადაზიდვის მონაწილეობაში. მისივე განცხადებით, სამხედროებმა იმოქმედეს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, ხოლო ოპერაციის შედეგად მნიშვნელოვანი ოდენობის აკრძალული ნივთიერებები იქნა ამოღებული.
“დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი ნარკოტიკების უკანონო კონტრაბანდაში იყო ჩართული, ნარკოტიკებით ვაჭრობის ცნობილი მარშრუტით მოძრაობდა და ნარკოტიკები გადაჰქონდა. მოკლულია ორი პირი, ნარკოტერორისტები, რომლებიც გემზე იმყოფებოდნენ. ჩვენ ვიპოვით და გავანადგურებთ ყველა გემს, რომელსაც აქვს ამერიკაში ნარკოტიკების გადაზიდვის განზრახვა, ჩვენი მოქალაქეების მოსაწამლად. კარტელის არცერთ ტერორისტს არ აქვს შანსი ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ”,- განაცხადა მან.
გავრცელებული ცნობებით, ინციდენტის დროს არცერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა.