გორდულაძე – ევროკომიის ანგარიშზე: აბსოლუტური დეზინფორმაცია; მათ შორის, უგულებელყოფა ქართველი ხალხის არჩევანისა
“ეს განცხადებებიც მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია, რომ ჩვენს ქვეყანაში როგორმე არეულობა გამოიწვიონ და მათი მოსაწონი ხელისუფლება მოვიდეს სათავეში, რომელიც ევრიბიუროკრატიის და მათი პატრონების – „დიფ სთეითის“ დაკრულზე იცეკვებს. არაფერი განსხვავებული არ არის, რაც არ გვინახავს წლების განმავლობაში. არის აბსოლუტური ტყუილი”, – ამის შესახებ პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
„როდესაც მაგალითად ეუთო/ოდირს არ გაუკეთებია იმდაგვარი განცხადება, როგორიც ევროკომისიის ანგარიშში წერია და როდესაც პირიქით, შეფასებული იყო არჩევნები, როგორც კონკურენტუნარიანი, მაშინ რა არის სხვა?! – თუ არჩევანის თავისუფლება არ არის, მაშინ რა არის არჩევნები ზოგადად. რა თქმა უნდა, ეს განცხადებებიც მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია ისევ და ისევ, რომ ჩვენს ქვეყანაში, როგორმე არეულობა გამოიწვიონ და მათი მოსაწონი ხელისუფლება მოვიდეს სათავეში, რომელიც ევრიბიუროკრატიის და მათი პატრონების – „დიფ სთეითის“ დაკრულზე იცეკვებს. არაფერი განსხვავებული არ არის, რაც არ გვინახავს წლების განმავლობაში. არის აბსოლუტური ტყუილი. აბსოლუტური დეზინფორმაცია. მათ შორის, უგულებელყოფა ქართველი ხალხის არჩევანისა. როდესაც საკითხი დგას მიუკერძოებელ შეფასებაზე, ამ დროს საქართველოსთან დაკავშირებული თითოეული ქულა, თითოეული შეფასება არის ობიექტური და რა თქმა უნდა წინსვლას აფიქსირებს. მაგრამ როდესაც პოლიტიკური მიზანშეუწონლობა ევრობიუროკრატიისა შემოდის უკვე რეალობაში, მაშინ ვხედავთ, რომ აბსოლუტური ტყუილი, საერთოდ არავის აღარ აინტერესებს არავითარი ანგარიში. რასაც უნდა წერენ, რასაც უნდა კითხულობენ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
შეგახსენებთ, ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში გუშინ გამოქვეყნდა.