“საზოგადოებამ ევროკომისიის მხრიდან სრულიად უტიფარი, სიცრუით გაჯერებული და ანტიქართული რიტორიკით სავსე ანგარიში მოისმინა” – დავით მათიკაშვილი

“საზოგადოებამ ევროკომისიის მხრიდან სრულიად უტიფარი, სიცრუით გაჯერებული და ანტიქართული რიტორიკით სავსე ანგარიში მოისმინა. ევროკომისიამ და ევროკავშირმა ჩვენი ქვეყნის, ქართველი ხალხის მიმართ აშკარად არაკეთილმეგობრული განწყობა ვერ დამალა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ანგარიში შეუსაბამო, სინამდვილისგან აცდენილი ე.წ. ფაქტებითა და არგუმენტებით არის გაჯერებული.

“ტყუილია ჩაწერილი ანგარიშში, თურმე როგორ არ დაუჭირა მხარი უკრაინის სასარგებლოდ არსებულ რეზოლუციებს, როგორ მოქმედებდა საერთო ევროპული ინიციატივების წინააღმდეგ. თავიდან ბოლომდე ანგარიში იყო გაყალბებული, ეს შეგვიძლია პირდაპირ დავარქვათ. ეს არის ყალბი ანგარიში. მცდელობაა, ყალბი ანგარიშით ჩვენს საზოგადოებაზე მოახდინონ ზეწოლა. ყველაზე გასაკვირი და მათთვის სამარცხვინო, ვინც ეს ანგარიში დაწერა, არის ის, რომ ევროკავშირის წიაღში, ევროკომისიის ანგარიშთან ერთად, უამრავი ინფორმაციაა საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული, სადაც ჩვენმა ქვეყანამ უდიდეს პროგრესს მიაღწია და, ხშირ შემთხვევაში, არათუ კანდიდატი ქვეყნების, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეიტინგებზე მაღალ საფეხურზე დგას. ამ ყველაფერს გაკვრით აღნიშნავენ. ხშირ შემთხვევაში, არც აღნიშნავენ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები