„თურმე, სუვერენიტეტი უნდა დავუთმოთ ბრიუსელს, სამხედრო კონფლიქტში უნდა შევიდეთ რუსეთის ფედერაციასთან, ლგბტ პროპაგანდა შევუშვათ არასრულწლოვანებში და ასე შემდეგ” – მაჭარაშვილი
„თურმე, სუვერენიტეტი უნდა დავუთმოთ ბრიუსელს, სამხედრო კონფლიქტში უნდა შევიდეთ რუსეთის ფედერაციასთან, ლგბტ პროპაგანდა შევუშვათ არასრულწლოვანებში და ასე შემდეგ”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
ის სამი პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
“რაც მთავარია, ცხრა წლის განმავლობაში და 2012 წლიდან დღემდე, „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ფილიალებთან ერთად აზიანებდა სახელმწიფოს და დღემდე აზიანებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთად დაველოდოთ“, – ამბობს მაჭარაშვილი.