შაქარიშვილი – ევროკომისიის ანგარიშზე: გუშინ ვიხილეთ ანგარიში, რომელმაც უსამართლობის, პოლიტიკური ფარისევლობის და ორმაგის სტანდარტის საკუთარი რეკორდები გააუმჯობესა

„ილუზიაა და მეტი არაფერი ის მოლოდინი, რომ ევროკავშირის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულება შეიცვლება”, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით ის ევროკავშირის გაფართოების ანგარიშს გამოეხმაურა.

“ამ დამოკიდებულებას განსაზღვრავს ევრობიუროკარტიის მიერ მიღებული დავალება, რომელიც გაიცა „დიფ სთეითისგან“ და ის გულისხმობს საქართველოში აგენტურული ხელისუფლების დაბრუნებას და ამ მიზნის ნებისმიერი ფორმით მიღწევას იმისათვის, რომ საქართველო კვლავ გადაიქცეს ვასალ სახელმწიფოდ.

გუშინ ვიხილეთ ანგარიში, რომელმაც საკუთარივე რეკორდები გააუმჯობესა უსამართლობის, პოლიტიკური ფარისევლობის და ორმაგის სტანდარტის. ეს არის პოლიტიკური უტიფრობა“, – აღნიშნა შაქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები