ჩიხი თუ პერსპექტივა – რას ცვლის 3 + 3 -ის ფორმატი კავკასიაში

ურთიერთთანამშრომლობის ახალ ფორმატს კავკასიაში, ანუ სამს პლუს სამს, რომელსაც რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და ირანი ლობირებენ, დიდი გამოცდა ელის. როგორც ccbs.news -ში სომხეთის ევროპული პარტისს წარმომადგენელი, ტიგრან ხზმალანი წერს, პირველი მერცხალი, რომელმაც „სამს პლუს სამს“ წითელი აუნთო, საქართველო აღმოჩნდა და, დიდი ალბათობით, მის სკეპტიციზმს დასავლეთი, კერძოდ, ევროკავშირი და აშშ-ც გაიზიარებს. ხზმალიანის მოსაზრებით, რუსეთ- თურქეთის ტანდემი და ორი ავტორიტარის – ერდოღან -პუტინის მისწრაფებები საერთაშორისო სტაბულურობას კარგს არაფერს უქადის და ამას ნელ-ნელა დასავლეთშიც აცნობიერებენ. ხზმალიანის შეფასებით, თბილისის განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია იმ მაგიდასთან ჯდომა, სადაც მისი მიწების ოკუპანტი – რუსეთია წარმოდგენილი, მხოლოდ ერთ -ერთი მიზეზია და საქართველო ამ ფორმატში უფრო თავისი ეკონომიკური პერსპექტივით არის შეშფოთებული.
ხზმალიანის მოსაზრებით, თბილისში კარგად ხვდებიან, რომ ე.წ. ექვსის პლატფორმა საქართველოს, როგორც სატრანზიზტო ქვეყნის ფუნქციას ეჭვის ქვეშ აყენებს.

„მეღრის სარკინიგზო მონაკვეთის ამოქმედების შედეგად, ბაქო-თბილისი ყარსის მაგისტრალის მნიშვნელობა მნიშვნელოვნად მცირდება, შესაბამისად, შემცირდება შემოსავლებიც, რაც საქართველოსთვის კარგი პერსპექტივა ნამდვილად არაა და ამას თბილისში კარგად აცნობიერებენ“, – მიაჩნია სომეხ პოლიტიკოსს.

ხზმალიანს საქართველოსთვის საგანგაშოდ მიაჩნია ის ფაქტიც, რომ ყარაბაღის მეორე ომის დროს ალიევმა პუტინის გულის მოსაგებად აზერბაიჯანული ნავთობი საქართველოდან ნოვოროოსიისკის ნავთობსადენისკენ გადაამისამართა.

ხზმალიანი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან მეღრის სარკინიგზო მონაკვეთი, ისევე როგორც აფხაზეთზე გამავალი რკინიგზა, გაიხსნება, ოღონდ არა რუსეთისა და თურქეთის სამხედრო ზედამხედველობის პირობებში.
ხზმალიანს იმედი არ აქვს, რომ რეგონული სახელმწიფოების, განსაკუთრებით, რუსეთის ზეწოლას სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლება გაუძლებს და საქართველოსთან ერთად უარს იტყვის ე.წ. სამი პლუს სამის ფორმატზე, თუმცა, იმედს იტოვებს, რომ დასავლეთი ფაშინიანს ასეთ კომპრომისზე წასვლის საშუალებას არ მისცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები