მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია მეწარმეების პოზიციების გათვალისწინება იმისთვის, რომ არ მოხდეს დამატებითი  ეკონომიკური წნეხი კერძო სექტორზე

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე  მარიამ ქვრივიშვილმა კომიტეტის სხდომაზე  ყურადღება გაამახვილა მეწარმეების პოზიციის გათვალისწინებასა და რეფორმების აღსულების გონივრული ვადით გადაწევაზე   ისე, რომ ამან არ დააზიანოს ევროკავშირი-საქართველოს დაახლოების პროცესი.

„ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება გარკვეულწილად საჭიროებს ძირეულ რეფორმებს. ეკონომიკაზე  კოვიდ პანდემიის ნეგატიური ეფექტის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მეწარმეების პოზიციების მხედველობაში მიღება ამ პროცესში, რათა არ მოხდეს დამატებითი  ეკონომიკური წნეხი კერძო სექტორზე. ჩვენ გვესმის, რომ, ერთი მხირვ, 2024 წლამდე მნიშვნელოვანია ნაკისრი ვალდებულებების  პირნათლად შესრულება, თუმცა, მაინტერესებს, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების ფონზე რამდენად გვაქვს რესურსი, რომ მოხდეს რეფორმების აღსულების გონივრული ვადით გადაწევა (თუკი კერძო სექტორთან ერთად ამის საჭიროებას გამოვკეთავთ) ისე, რომ ამან არ დააზიანოს ევროკავშირი-საქართველოს დაახლოების პროცესი”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები