“საქართველომ თავისი ფასეულობა დაამტკიცა ავღანეთსა და ერაყში შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორის რანგში” – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე
,,საქართველოს დასავლური მომავალი გასულ კვირას შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ცენტრში აღმოჩნდა. თანამდედობაზე დადასტურების ფარგლებში ჩატარებული მოსმენის დროს აშშ -ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაიმეორა, რომ საქართველო ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში უნდა გაწევრიანდეს, როგორც კი მის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. ბლინკენის განცხადება დროულია”,- გამოცემა ,Middle East Institute სტატიას სახელწოდებით – ,,ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის მიმართებით – ახალი იმედი ჩნდება საქართველოსთვის? ‘’ აქვეყნებს.
როგორც სტატიაში აღნიშნულია, ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე ახლა უკვე თანამდებობაზე დამტკიცებულმა სახელმწიფო მდივანმა, ბლინკენმა 2008 წელს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ბუქარესტის სამიტზე ამერიკის მიერ დადებული პირობა გაიმეორა, რომ საქართველო ალიანსში გაწევრიანდება, როდესაც მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და რომ ამ ეტაპზე საქართველომ თავისი ფასეულობა დაამტკიცა ავღანეთსა და ერაყში შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორის რანგში.
სტატიის ავტორის, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის საზღვრისპირა ევროპის ინიციატივის უფროსი მკვლევრის, იულია იოჯას თქმით, საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს დასავლური კურსის წამოწევით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დააკვირდებიან სიტუაციას და ნახავენ, ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა რამდენად შეძლებს რეგიონალურ უსაფრთხოებაში ცვლილების მოხდენას.
,,საქართველო რუსეთის მხრიდან მზარდ პოლიტიკურ ზეწოლასა და საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო ძალების ყოფნას განიცდის, რაც ახლახან მთიან ყარაბახში მეორე ომის გამო გამწვავდა. ამავდროულად, ათწლეულის განმავლობაში ჩიხური სიტუაციის შემდეგ, მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდა ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებში. საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს დასავლური კურსის წამოწევით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დააკვირდებიან სიტუაციას და ნახავენ, ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა რამდენად შეძლებს რეგიონალურ უსაფრთხოებაში ცვლილების მოხდენას. ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, ახლა უკვე თანამდებობაზე დამტკიცებულმა სახელმწიფო მდივანმა – ბლინკენმა 2008 წელს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ბუქარესტის სამიტზე ამერიკის მიერ დადებული პირობა გაიმეორა: საქართველო ალიანსში გაწევრიანდება, როდესაც მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ამ ეტაპზე საქართველომ თავისი ფასეულობა დაამტკიცა ავღანეთსა და ერაყში შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორის რანგში. რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა და მისი 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული იმის საპასუხოდ, რომ ალიანსმა ვერ შეძლო კონსენსუსის მიღწევა საქართველოსთვის ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების შესახებ, რომელიც ნათლად გაწერდა წევრობის გზას. ბუშის ადმინისტრაციის რეაქცია სუსტი იყო, ხოლო მოგვიანებით ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა არჩია. 2008 წელს საქართველოში შემოჭრის შემდეგ, ქვეყანამ დასავლეთელი პარტნიორების დახმარებით შეძლო კონფლიქტის ეკონომიკური გავლენის დაძლევა და სამხრეთ კავკასიაში ერთადერთ სტაბილურ დემოკრატიად განვითარდა. თან, საქართველო ალიანსში გაწევრიენების ტექნიკურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. თუმცა, საქართველოს უსაფრთხოება თანმიმდევრულად უარესდებოდა რუსეთის აგრესიის ფონზე. 2008 წლიდან რუსეთმა ჰიბრიდული ომი აწარმოა საქართველოს წინააღმდეგ ბორდერიზაციის, ემბარგოების, პასპორტიზაციისა და კიბერ თავდასხმების სახით. მოსკოვის მიერ 2014 წელს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრამ და შავი ზღვის შედეგობრივმა მილიტარიზაციამ გაამწვავა საქართველოს დაუცველობა. სულ ახლახან, მთანი ყარაბახის მეორე ომმა დამატებით 2000 რუსი „მშვიდობისმყოფელების“ კონცენტრაცია გამოიწვია საქართველოს სამხრეთით. დასავლეთი უმოქმედოდ უყურებდა მოვლენებს, რადგან ევროპის საზღვრები შეიცვალა და რუსეთმა მეტი კონტროლი მოიპოვა დასავლეთის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და მნიშვნელოვან რესურსებზე”, – წერს გამოცემა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ბოლო თვეებმა დადებითი წინსვლა მოუტანა საქართველოს დასალვეთისკენ მიმავალ გზაზე.
ავტორი საქართველოს იუსტიციის მინისტზე, გოჩა ლორთქიფანიძეზე წერს, რომ იგი პირველი ქართველია, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშრისო სასამართლოს მოსამართლედ და ვინც ამ სასამართლოში იმსახურებს.
,,ეს შეიძლება, იქცეს უშველებელ ცვლილებად საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საქმეში. ასევე, სულ რაღაც გასულ კვირას ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი – როგორც ოკუპანტი ძალა – პასუხისმგებელია 2008 წლის განმავლობაში ჩადენილი ადამიანის უფლებების მრავლობით დარღვევებზე, მათ შორის, სამოქალაქო პირების მკვლელობებზე, სახლების ძარცვასა და გადაწვაზე. ეს არის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს საეტაპო გადატყვეტილება, რომლის მიღებაც ათწლეულზე მეტია, ჭიანურდებოდა”, – წერს გამოცემა.
სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ამერიკის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები – საქართველოდან დაწყებული, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ჩათვლით საჭიროებენ ვაშინგტონის მხრიდან რუსეთის მიმართ მეტად მტკიცე პოლიტიკის შემუშავებას, შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე კი ამ სახელმწიფოებს შანსიც არ აქვთ, რუსეთის აგრესიას წინ აღუდგნენ.
,,მაშინ, როდესაც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს წევრობაზე ბჭობენ კაპიტოლ ჰილზე, აღმოსავლეთ ევროპაში ვაშინგტონის მოკავშირეები აგრძელებენ შეერთებული შტატების მიერ ტრანს-ატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაზე ნაკისრი ვალდებულების ადვოკატირებას. ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთმა ჰიბრიდული ომი აწარმოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – მთელს აღმოსავლეთ ფლანგზე – ბალტიის ზღვიდან დაწყებული, შავი ზღვით დამთავრებული, სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ჩათვლით გადაჭიმულ ტერიტორიაზე. ბალტიის ზღვაში, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ათასობით ჯარისკაცია ბაზირებული სამხედრო ტროსად რუსეთის შეტევის შემთხვევაში. რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინა დაბომბა და ყირიმის ანექსია მოახდინა 2014 წელს. შედეგად, მან შავი ზღვის მილიტარიზაცია განახორციელა და ამით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ტერიტორიას დაემუქრა. აღმოსავლეთ ხლემთაშუაზღვისპირეთში რუსეთი 2015 წელს სირიაში მიმდინარე მოვლენებში ჩაერია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის თხოვნის საფუძველზე, რაც მისი სახელით ომების სერიის დაწყებას მოასწავებდა, მათ შორის, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის 2020 წელს, როდესაც რუსეთმა სამხედროები გადასხა მთიან ყარაბაღში. რუსეთის მიმართ შეერთებული შტატების უფრო ხისტი დამოკიდებულება იმას გამოიწვევდა, რომ აღმოსავლეთ ევროპის დაუცველობას მოსკოვი ვეღარ გამოიწვევდა. არსებობს იმედი, რომ ეს შეიძლება, რეალობად იქცეს, განსაკუთრებით – რუსეთისადმი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, რაც კრემლის მიერ რუსეთში პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლას მოჰყვა. ამერიკის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები – საქართველოდან დაწყებული, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ჩათვლით – სასოწარკვეთილად საჭიროებენ ვაშინგტონის მხრიდან რუსეთის მიმართ მეტად მტკიცე პოლიტიკის შემუშავებას. შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე ამ სახელმწიფოებს შანსიც არ აქვთ, რუსეთის აგრესიას წინ აღუდგნენ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი აშშ -ის სახელმწიფო მდივან ბლინკენის განცხადება. თუმცა, ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების სფეროში ცვლილების შეტანის უნარი კონკრეტული ქმედებების ჯაჭვზეა დამოკიდებული”, – წერს გამოცემა.
ავტორის თქმით, დასავლეთმა ისეთი პოლიტიკური და სამხედრო ზომები უნდა შეიმუშაოს, რაც რუსეთის აგრესიას უფრო ძვირს და ამდენად უფრო რთულსაც გახდის.
,,აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის სამომავლო აგრესიის შეზღუდვის ყველაზე ეფექტური გზა არის შეკავების საშუალებით აგრესიის შესაძლო ხარჯის გაზრდა. დასავლეთმა ისეთი პოლიტიკური და სამხედრო ზომები უნდა შეიმუშაოს, რაც რუსეთის აგრესიას უფრო ძვირს და ამდენად უფრო რთულსაც გახდის. ჰიბრიდული ომი ჰიბრიდული დაცვის ზომებს საჭიროებს: ქმედითი სანქციების დაწესებას, დემოკრატიული ინტიტუტების გაძლიერებას, კიბერ თავდაცვის შესაძლებლობათა განვითარებას, რუსეთზე ევროპის ენერგო-დამოკიდებულების შემცირებას, სამხედრო ტროსების გაჭიმვასა და ისეთი თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, რომელზე წვდომაც ალიანსის არაწევრ ქვეყნებსაც ექნებათ. ზოგიერთი ეს ზომა უკვე ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპაში. ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკური ერთგულება საქართველოს დასავლური მომავლისადმი შვებად იქნება მიჩნეული ქვეყანაში, რომელიც რუსეთის სამხედრო სარტყელში მოექცა გეო-პოლიტიკურად სტრატეგიულ რეგიონში. ეს იქნება საქართველოს ძალისხმევაზე ობიექტური პასუხი და მნიშვნელოვან ნაბიჯად იქნება მიჩნეული მეტი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით. თუმცა, აღმოსავლეთ ევროპისთვის ბოლო ათწლეული წონასწორობის დაცვის აქტად იქცა დასავლეთის რწმუნებებისა და უწყვეტ რუსულ აგრესიას შორის. ბაიდენის ადმინისტრაციიდან დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო ამ პირობის შესასრულებლად და იმ საფრთხის ასაცილებლად”, – წერს გამოცემა.