სოფელ ლისის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

მოძრაობა “ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ სოფელ ლისის მოსახლეობასთან ერთად საპროტესტო აქცია გამართა. ადგილზე შეკრებილები წყალგაყვანილობის არქონას აპროტესტებდნენ.

როგორც ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სოფელ ლისში წყლის პრობლემის გადასაჭრელად სამი წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ლარია დახარჯული, მიუხედავად ამისა, მოსახლეობა კვლავ უკმაყოფილოა.

“მილიონზე მეტი ლარი არის დახარჯული სამი წლის განმავლობაში წყლის პრობლემის გადასაჭრელად და მოსახლეობა კვლავ უკმაყოფილოა. ფაქტობრივად, თამარის ხანაში უფრო კარგად ვცხოვრობდით, ვიდრე დღეს“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები