ვლადიმერ ბოჟაძე: დანაშაულის დამკვეთებს აქვთ ,,ვალდებულება”, როცა ,,შემსრულებელი ჩავარდება”, გირაოს თანხის გადახდა უზრუნველყონ, მგონი, ეგ კამპანიაც დაიწყება, პირველ შენატანს ნიკა გვარამია გაიღებს

„დანაშაულის დამკვეთებს აქვთ ,,ვალდებულება”, როცა ,,შემსრულებელი ჩავარდება”, გირაოს თანხის გადახდა უზრუნველყონ, მგონი, ახლა ეგ კამპანიაც დაიწყება, პირველ შენატანს ნიკა გვარამია გაიღებს”,  – ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოთი გათავისუფლების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, პროკურატურას ხელთ აქვს ყველა მტკიცებულება, დადგენილია, რომ ისინი მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებით, ჩამოერთვათ პასპორტები, საქმე გადაგზავნილია სასამართლოში.

„საქართველოს ინტერესები არის უზენაესი და ამ ინტერესების დაცვა სახელმწიფოს უმთავრესი მოვალეობაა. დავით გარეჯის საქმეზე წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების, ე.წ. ,,პოლიტპატიმრების” გირაოთი გათავისუფლება დაადასტურებს, რომ მათი პატიმრობა არც ვინმეს სურვილია და არც ახირება. დანაშაულის დამკვეთებს აქვთ ,,ვალდებულება”, როცა ,,შემსრულებელი ჩავარდება”, გირაოს თანხის გადახდა უზრუნველყონ, მგონი, ახლა ეგ კამპანიაც დაიწყება, პირველ შენატანს ნიკა გვარამია გაიღებს. პროკურატურას ხელთ აქვს ყველა მტკიცებულება, დადგენილია რომ ისინი მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებით, ჩამოერთვათ პასპორტები, საქმე გადაგზავნილია სასამართლოში. ახლა გამოძიების დასადგენია ვისზე გადის/ადის დანაშაულის კვალი და თუ ოპოზიციის, ასევე მათი ტელევიზიების რეაქციით ვიმსჯელებთ ალბათ თვით ,,გაქცეულ პრეზიდენტამდე” შეიძლება მივიდეთ, დაველოდოთ გამოძიებას“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე ,,ფეისბუქის,, საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები