საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას დაუჭირა მხარი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი.

დანარჩენი დეპუტატების საკითხი კი კომიტეტზე 28 იანვარს გავა. პლენარულ სხდომაზე განხილვა  საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება, რომელიც, რეგლამენტის გათვალისწინებით, თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.

ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტილებას არ ცვლიან. პარალელურად, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს ელოდებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები