გიორგი გახარია: როგორც კი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს
“შემდგომი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწევს გადადგას, ეს არის, რა თქმა უნდა, განათლებისა და, პირველ ყოვლისა, დაწყებითი განათლების დაწესებულებების გახსნა”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, როგორც კი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი ჩამოსცილდება 4%-ს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს.
„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა, ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში. აქაც ჩვენ, როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და როგორც კი მაჩვენებელი ჩამოსცილდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად ავამოქმედოთ უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო, განსაკუთრებით, ჩვენი შვილებისთვის”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.