როგორ აფასებს გამოკითხულთა უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას – კვლევის შედეგები

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 36% საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას? პასუხები ასე გადანაწილდა:

15% – კარგად;

34% – საშუალოდ;

36% – ცუდად;

13% – არ ვიცი;

2% -უარი პასუხზე.

NDI-ის კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები