გიგა ბოკერია: სრულიად გაუგებარია, ამ დრომდე რა უფლებით არ უწყვეტდა პარლამენტი უფლებამოსილებას იმ ადამიანებს, ვინც არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, სრულიად გაუგებარია, ამ დრომდე რა უფლებით არ უწყვეტდა პარლამენტი უფლებამოსილებას იმ ადამიანებს, ვინც არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას.
„სრულიად გაუგებარია, აქამდე რა უფლებით არ უწყვეტდა იმ ადამიანებს უფლებამოსილებას, ვინც თქვეს, რომ გადიან პარლამენტიდან, რადგან არ აღიარებენ ამ სამარცხვინო მოპარული არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას. რა უფლება ჰქონდა, რომ ამით საერთოდ ცდილობდა ბრიყვულად ვაჭრობას, ნათელი იყო, რომ არ გაუვიდოდა, არცერთ მინიმალური თავმოყვარეობის მქონე მოქალაქესთან თუ პოლიტიკოსთან, მაგრამ აქამდეც კი სამარცხვინო იყო მათი საქციელი.
რაც შეეხება მომავალს, დროზე გონს მოსვლა ივანიშვილის პერსონალურად და მისი ამ არარაობებისა და კლოუნების გარემოცვის, ვისაც დარჩა ახლა ფორმალური ფუნქციები, არის აუცილებელი პირობა ჩვენი ქვეყნისა და ამ გონზე მოსვლისთვის. ყველას გვჭირდება, როცა გარემოებები, მეტნაკლებად, ხელს შეუწყობს საზოგადოებას, ლეგიტიმური მშვიდობიანი აქციები და წნეხი ხელისუფლებაზე, ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ვადამდელი ნორმალური არჩევნებით“, – განაცხადა ბოკერიამ.