“მთავრობას ბიზნესთან ჯანსაღი და საქმიანი კომუნიკაცია არ გააჩნია” – გიგლა მიქაუტაძე

„ლელო საქართველოსთვის” სრულად იზიარებს ბიზნესასოციაციების დღევანდელი განცხადების შინაარსს, რომლებიც ეკონომიკის გახსნას ითხოვენ და რომელიც ადასტურებს იმას, რომ მთავრობას ბიზნესთან ჯანსაღი და საქმიანი კომუნიკაცია არ გააჩნია”, – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” წევრი, გიგლა მიქაუტაძე აცხადებს.

მისივე თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებებზე უპირობო დამორჩილების დრო უნდა დასრულდეს.

„ლელო საქართველოსთვის” სრულად იზიარებს ბიზნესასოციაციების დღევანდელი განცხადების შინაარსს, რომლებიც ეკონომიკის გახსნას ითხოვენ და რომელიც ადასტურებს იმას, რომ მთავრობას ბიზნესთან ჯანსაღი და საქმიანი კომუნიკაცია არ გააჩნია და გადაწყვეტილებებს მათთან კონსულტაციების გარეშე იღებს. მისასალმებელია ბიზნესის გააქტიურება და პოზიციის ღიად დაფიქსირება. მთავრობის გადაწყვეტილებებზე უპირობო დამორჩილების დრო უნდა დასრულდეს. საზოგადოების უდიდესი ნაწილი სახელმწიფოებრივად შეხვდა მთავრობის აქამდე მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას, თუმცა, მათ ერთხელაც არ წარმოუდგენიათ აქამდე გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში, როგორც ამას აკეთებენ პასუხისმგებლიანი მთავრობები სხვა ქვეყნებში.

მოვუწოდებთ მთავრობას, უახლოეს დღეებში მოსახლეობას წარუდგინოს 2-თვიანი მკაცრი შეზღუდვების დეტალური ანგარიში და გააცნოს საზოგადოებას ეკონომიკის გახსნის გეგმა”, – განაცხადა მიქაუტაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები