პატრიარქის ექიმი: შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს, რამდენიმე დღეში გვეცოდინება, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა თუ არა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, თავს კარგად გრძნობს.

როგორც “კვირას” პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა, თეთრუაშვილს კორონავირუსზე ტესტი ხვალ ჩაუტარდება და გაირკვევა, გამოჯანმრთელდა თუ არა კორონავირუსისგან.

“შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს, ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს. სიმპტომები, ძირითადად, არ აღენიშნება. რაც შეეხება კორონავირუსზე ტესტს, ხვალ უნდა ჩაუტარდეს და, სავარაუდოდ, უკვე მალე გვეცოდინება, საბოლოოდ გამოჯანმრთელდა თუ არა ვირუსისგან”, – განაცხადა შარტავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები