მეუფე ნიკოლოზი: საყოველთაო ნათლობა პანდემიის გამო არ ტარდება
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, საყოველთაო ნათლობა პანდემიის გამო არ ტარდება.
მეუფე ნიკოლოზმა ნაკურთხი წყლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ხალხის თავშეყრა სახიფათოა და საყოველთაო ნათლობაზე ზოგი რწმენით მოდის, ზოგს ნაკლები რწმენა აქვს, ზოგი განგვიკითხავს და ნერვიულობს საზოგადოება. როგორც კი რეგულაცია იქნება, ალბათ, მაშინ გაგრძელდება.
გასულ შაბათს იყო წმინდა ირმინას ხსენება, რომელმაც ეპისკოპოსი მოიყვანა თავის მონასტერში იმიტომ, რომ ეპიდემია იყო. აკურთხებინა წყალი, ეს წყალი დაალევინა მონაზვნებს, ასხურეს მონასტერში და განიკურნენ. შავ ჭირზეა საუბარი. დღევანდელი ნაკურთხი წყალი წაიღეთ სახლში, ასხურეთ, დალიეთ და არ მოგეკარებათ ავადმყოფობა, თუ გჯერათ, თუ არ გჯერათ, დაიჯერეთ!“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.