ილია მეორე – მრევლს: დღეს უნდა წაიღოთ სახლებში ნაკურთხი წყალი და ასხუროთ კარ-მიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზედა​

სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ნაკურთხი წყლის სახლებში წაღების კურთხევა მისცა.

როგორც სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას პატრიარქმა განაცხადა, მრევლმა ნაკურთხი წყალი სახლებს, კარ-მიდამოს, ოჯახს უნდა ასხუროს.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოსა და მთელს მსოფლიოს. დღეს უნდა წაიღოთ სახლებში ეს ნაკურთხი წყალი და ასხუროთ კარ-მიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზედა. არ მოგაკლოთ ღმერთმა მადლი ღვთისა. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა ილია მეორემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები