ვის შეუძლია გახდეს ქოუჩი და რა არის მათი მთავარი პროფესიული გამოწვევა

ქოუჩინგი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, რომელსაც შეგიძლია რამდენიმე თვეში დაეუფლო და მარტივად დასაქმდე კიდეც. იყო ქოუჩი, ნიშნავს იყო ადამიანსა და მის მიზანს შორის გადებული ხიდი, რომელზე გასვლაც მას ისევ თავად უნდა შეაძლებინო – ასე ხედავს მარიამ ტატუაშვილი ქოუჩის დანიშნულებას.  მარიამი ქოუჩია, თუმცა იყო დრო, როდესაც მას საკუთარ ხიდზე უნდა გაევლო… და გაიარა კიდეც. დღეს კი, ქოუჩინგის ასოციაციის ლექტორის რანგში, კითხულობს კურსს – „პერსონალური NLP“, ადამიანებს ეხმარება, გაერკვნენ საკუთარ მიზნებში და მიაჩნია, რომ ვისაც ამის ნამდვილი სურვილი აქვს, შეუძლია გახდეს ქოუჩი.

- რეკლამა -

- რეკლამა -

-რატომ გადაწვიტეთ, გამხდარიყავით ქოუჩი?

-3 წელია, რაც ქოუჩინგით დავინტერესდი. განათლებით, ფსიქოლოგი ვარ. ბავშვობიდან მაინტერესებდა, რატომ იქცევიან ადამიანები ზოგჯერ ისე, როგორც არ სურთ ან რატომ ვერ ახერხებენ, გაერკვიონ საკუთარ მისწრაფებებში. ჩემს ცხოვრებაშიც იყო კონკრეტული მომენტები, როდესაც ისეთ კრიზისულ სუტუაციებში ვიყავი, საიდანაც საკუთარი თავი ვერ გამომყავდა და ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა მაწუხებდა.

ფსიქოლოგიც ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც ზოგჯერ საკუთარ პრობლემებზე სხვასთან საუბარი და სხვისი დახმარება სჭირდება. მეც გადავწყვიტე, ფსიქოლოგთან მივსულიყავი და ეს ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი იყო. მასთან პიროვნული ზრდის ტრენინგები გავიარე და ჩემი მდგომარეობაც შევცვალე. შემდეგ გავიგე, რომ ხათუნა მუზაშვილმა ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციაში ქოუჩინგის სკოლის შექმნა გადაწყვიტა. ამ დროს ეს სფერო საქართველოსთვის სიახლე იყო და მომინდა, მისი შესწავლა დამეწყო. ქოუჩინგი 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და შედეგიან გზას წარმოადგენს – გაიგო რა გსურს და აღმოაჩინო საკუთარი თავი.

-როგორი იყო თქვენი მოლოდინი, სანამ ქოუჩინგის სკოლაში დაიწყებდით სწავლას და გჯეროდათ თუ არა, რომ მართლაც გახდებოდით ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანს თავისი მიზნების მიღწევაში დაეხმარებოდა?

-ვისაც ხათუნა მუზაშვილის ტრენინგები გაუვლია, კარგად იცის, რასაც ვამბობ. იქ დავრწმუნდი, რომ შემეძლო, გავმხდარიყავი ქოუჩი და ახალ პროფესიას დავუფლებოდი. სწავლის პროცესში, რა თქმა უნდა, გარკვეულმა შიშებმაც იჩინეს თავი – შევძლებდი თუ არა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას – თუმცა ქოუჩინგის სკოლაში იმდენად მხარდამჭერი გარემო და კარგი ურთიერთობებია, ყველაზე პესიმისტურად განწყობილი ადამიანიც კი შესაძლებელია იქცეს საკუთარ თავში დარწმუნებულ ოპტიმისტად, რომელმაც იცის, რომ ყველაფერს შეძლებს. თავად გუნდი, ლექტორები, ტრენინგის თითოეული მონაწილე ერთმანეთს იცნობენ, ძალიან ახლო ურთიერთობებს ამყარებენ და ნებისმიერი გამოწვევისას ამხნევებენ ერთმანეთს. ეს მხარდამჭერი გარემო, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად, ქოუჩინგის სკოლის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.

-სწავლის პროცესი საკუთარი სისუსტეების დაძლევის პროცესიც აღმოჩნდა?

-რა თქმა უნდა. ამ დროს მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობ. ეს არ გახლავთ ისეთი ლექცია, რომელსაც მხოლოდ ისმენ… განიხილავ კონკრეტულ შემთხვევებს, ერთვები ინტერაქციაში და შესაძლოა, ნებისმიერი სტუდენტის ან ლექტორის გამოცდილებიდან გაიაზრო რაღაც საკითხი, რომელიც შენს ცხოვრებაშია აქტუალური ან გგონია, რომ მხოლოდ შენ გაწუხებს.  სკოლის გავლის შემდეგ პიროვნულად ძლიერი ხვდები შენს ახალ პროფესიას. აქ ქოუჩინგს კი არ სწავლობ, არამედ უკვე ბუნებრივად ხდები ქოუჩი.

-საინტერესოა, თქვენი გამოცდილებით, რას თვლით თავად ქოუჩის მთავარ გამოწვევად, რა სირთულეებს აწყდებით მუშაობის პროცესში და ზოგადად, რა პასუხისმგებლობას იღებს ქოუჩი?

-როდესაც ქოუჩი ხდები და საკუთარი კლიენტების მიღებას იწყებ, გიჩნდება სურვილი, რომ თითოეულ მათგანს ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში თავად დაეხმარო, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც პროცესში ფსიქოლოგის ან ფსიქოთერაპევტის ჩართულობაა საჭირო. არასდროს უნდა გასცდე საკუთარ კომპეტენციას.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომ სეანსის დროს იყო ემპათიური და ამავდროულად, რაციონალურობის შენარჩუნება შეძლო.

რაც შეეხება ქოუჩის პასუხისმგებლობას, ეს, პირველ რიგში, საკუთარ პროფესიასთან და კლიენტთან გულწრფელობაა. ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ შენი დახმარების მისაღებად მოსული ადამიანის ძიძა კი არ გახდე, არამედ თავად ის გახადო თავისივე ცხოვრებაზე პასუხისმგებელი. შენ უნდა იყო ხიდი, რომელზეც ის თავად გაივლის. მთელი სეანსი შემოქმედებითი პროცესია, რომელიც ისე უნდა წარმართო, რომ ადამიანმა საკუთარ კითხვებზე პასუხები თავად იპოვოს.

-დღეს რამდენად შესაძლებელი და ხელმისაწვდომია ადამიანებისთვის, გახდნენ ქოუჩები და დაეხმარონ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც?

-საქართველოში არის სკოლები, სადაც შესაბამის ცოდნას მიიღებ. ბუნებრივია, ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის ქოუჩინგის სკოლაა და  ვამაყობ, რომ სწორედ მისი კურსდამთავრებული ვარ. გარდა ამისა, არსებობს სხვადასხვა საშუალებაც: სერთიფიცირებული პროგრამები, ლიტერატურა თუ ტრენინგები, რაც ქოუჩინგის შესწავლაში დაგეხმარებათ.

-რას ურჩევთ მათ, ვისაც სურ, გახდეს ქოუჩი?

-ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებს თავად ქმნის. არ აქვს მნიშვნელობა, საიდან იწყებთ, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ მაგალითი იმ ადამიანისა, რომელმაც გადალახა ყველა წინააღმდეგობა და მიაღწია დასახულ მიზანს. გახსოვდეთ, რომ წინააღმდეგობებიცა და მათი გადალახვის გზებიც მხოლოდ და მხოლოდ თქვენს თავშია.


ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის „ქოუჩინგის სკოლა“ https://forms.gle/jXig3JtG7gqb8shs9

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები